воскресенье, 9 июня 2019 г.
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით, შეფასების რუბრიკების ბმულიდან გადმოვწერეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები, დავასათაურეთ ქართულად, მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს.
მოვისმინეთ ტრენერის ლექცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და კონკრეტული ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული დაავალებების შერჩევის შესახებ.
სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეები:
ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება
მრავალმხრივი ინტელექტი
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე და ინფორმაციაზე. როცა დახმარება სჭირდებათ, იოლად ამყარებენ კომუნიკაციას, სარგებლობენ ადაპტირებული აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.
მეორე (არამშობლიურ) ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც შინაარსის უკეთ გაგებას განაპირობებს.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები შეზღუდული არ არიან კლასში არსებული, მათი სასკოლო საფეხურისთვის შექმნილი მასალებით. მათთვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი.
მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს.
განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომასა და ხელშეწყობას საჭიროებენ. ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.
შევქმენით პროექტისთვის პადლეტი და ჩავაშენეთ ბლოგზე.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий