воскресенье, 2 июня 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხოთ შეკითხვას, რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.  ვიმუშავეთ ინტერნეტში რესურსების მოძიებაზე გავეცანით ბევრ მასალას, უკუკავშირის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი პრეზენტაციის თანხლებით გვესაუბრა უკუკავშირის სახეებზე.
გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. კომენტარები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. უნდა გავუზიაროთ, როცა ეს შესაძლებელია.
უკუკავშირის დროს ყურადღება გავამახვილეთ, ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომელიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს. გავეცანით საავტორო უფლებეს და შევავსეთ სახალისო ტესტი საავტორო უფლებებზე.
გავეცანით საძიებო საიტებს. დღემ ჩაიარა ნაყოფიერად.

Комментариев нет:

Отправить комментарий