понедельник, 3 июня 2019 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო წინა დღის გავლილი მასალის გამეორებით. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გადავწყვიტე, ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია, რომელიც მოვათავსე პორთფოლიოს საქაღალდეში. მოსწავლის საქაღალდეში სახელწოდებით ,,სავარაუდო მოსწავლის ნიმუში."
გავეცანით შეფასების რუბრიკის შექმნას, თუ რას უნდა იტვალიშწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას. შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული.გავეცანით თითოეულ მთგანს დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა, სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი. ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.

Комментариев нет:

Отправить комментарий