воскресенье, 9 июня 2019 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე საინტერესო იყო. ვიმუშავეთ  პოტფოლიოს დასრულებაზე  ვიმუშავეთ ხარვეზების გასწორებაზე შევადგინეთ კითხვარი ჩვენი პროექტის შესახებ. .გუგლის ფორმებში გავეცანით რჩევებს, ჩვენი პორტფოლისა და მოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისთვის.შვისწავლეთ, როგორ გადმოვწეროთ ტრენინგის ბლოგიდან პროექტის შაბლონები.გავეცანით ბევრ საინტერესო მასალებს,აქტივობებს .შევქმენით რესურსები  და ჩვენი პროექტი.ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება საგაკვეთილო პროცესში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით, შეფასების რუბრიკების ბმულიდან გადმოვწერეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები, დავასათაურეთ ქართულად, მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს. მოვისმინეთ ტრენერის ლექცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და კონკრეტული ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული დაავალებების შერჩევის შესახებ. სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეები: ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება მრავალმხრივი ინტელექტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე და ინფორმაციაზე. როცა დახმარება სჭირდებათ, იოლად ამყარებენ კომუნიკაციას, სარგებლობენ ადაპტირებული აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით. მეორე (არამშობლიურ) ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც შინაარსის უკეთ გაგებას განაპირობებს. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები შეზღუდული არ არიან კლასში არსებული, მათი სასკოლო საფეხურისთვის შექმნილი მასალებით. მათთვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი. მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს. განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომასა და ხელშეწყობას საჭიროებენ. ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას. შევქმენით პროექტისთვის პადლეტი და ჩავაშენეთ ბლოგზე.

გამოკითხვის ფორმა


понедельник, 3 июня 2019 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო წინა დღის გავლილი მასალის გამეორებით. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გადავწყვიტე, ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია, რომელიც მოვათავსე პორთფოლიოს საქაღალდეში. მოსწავლის საქაღალდეში სახელწოდებით ,,სავარაუდო მოსწავლის ნიმუში."
გავეცანით შეფასების რუბრიკის შექმნას, თუ რას უნდა იტვალიშწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას. შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული.გავეცანით თითოეულ მთგანს დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა, სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი. ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.

воскресенье, 2 июня 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხოთ შეკითხვას, რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.  ვიმუშავეთ ინტერნეტში რესურსების მოძიებაზე გავეცანით ბევრ მასალას, უკუკავშირის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი პრეზენტაციის თანხლებით გვესაუბრა უკუკავშირის სახეებზე.
გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. კომენტარები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. უნდა გავუზიაროთ, როცა ეს შესაძლებელია.
უკუკავშირის დროს ყურადღება გავამახვილეთ, ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომელიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს. გავეცანით საავტორო უფლებეს და შევავსეთ სახალისო ტესტი საავტორო უფლებებზე.
გავეცანით საძიებო საიტებს. დღემ ჩაიარა ნაყოფიერად.

пятница, 31 мая 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე დაიწყო პოზიტიური განწყობით. ტრენერმა გაგვაცნო დღის სამუშაო გეგმა. მისი დახმარებით შევისწავლეთ შეფასების,დროის ჩარჩოს შექმნა,პროექტის პრეზენტაციის დასრულება დაბლოგის ატვირთვა ჩაშენება.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა.ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან. ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის სწავლება.ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება და მოსწავლის სავარაუდო ნასრომების შექმნა.დღემ ჩაიარა ნაყოფიერად.



воскресенье, 26 мая 2019 г.

მიმართულების მიმცემი საკვანდძო კიტხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილებების შესწავლა?.
თემატური კითხვები


·         როგორ იქნება ცხოვრების ხარისხი მომავალში?
·         როგორ ვახდენთ ბუნებრივი მოვლენების მოდელირებას?.

შინაარსობრივი კითხვები
·         რა არის ეკოლოგია?
·         რა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს?
·         რას აკეთებს ქვეყანა ეკოლოგიური პრობლემის აღმოსაფხვრელად?

суббота, 25 мая 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე დავიწყეთ პოზიტიურად თავიდანვე შეიქმნა სამუშაო გარემო.განვიხილეთ მესამე დღიდან მიზნების და სტანდარტების გაწერა ,მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა და გეგმაში ჩაწერა,ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვების განთავსება,შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად,პრეზენტაციის მომზადება სასწავლო პროექტზე.

მესამე დღის რეფლეკსია

 მესამე დღეს დაიწყო და არ იყო ინტერნეტი.ტრენერის დახმარებით დღემ პოზიტიურათ ჩაიარა. ვიმუშავეთ ჯგუფებში .ვისწავლეთ საზიარო დაფის შექმნა,(padlet com).შევქმენით დაფის დიზაინი და გავუგზავნეთ შერჩეულ ადრესატს.ვივარჯიშეთ ბუკლეტის შაბლონის შექმნაზე.  

суббота, 18 мая 2019 г.

მეორე დღის რეფლეკსია

მეორე დღე დაიწყო ბლოგის შექმნით  ბლოგზე განვათავსე სურათი, ვისწავლე ფონის შერჩევა ტრენინგი საინტერესო იყო.

პირველი დღის რეფლესია

 პირველ დღეს წარვუდგინეთ ჯგუფს, ჩვენი თავი გავეცანით კურსის მონაწილეებს გავუზიარეთ სხვებს, რა საგანს ვასწავლით,  ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომპროექტი შესადძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურდა ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვიტარდეს მაღალი დონის სააზროვნო უნარები  და გაზარდოს მაღალი სააზროვნო უნარები.
   შევკმენიტ საქაღალდეები გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს. შევარჩევთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარჩვევები.